ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა სამშაბათს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ამის შესახებ Politico შვიდ ევროპელ დიპლომატზე, ასევე რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტ რიკარდ იოზვიაკზე მითითებით იტყობინება.
როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებენ. პაკეტი ასევე მოიცავს რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვას, რასაც ადრე საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა ეწინააღმდეგებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი მოამზადა, რომელიც რუსული ფოლადისა და საიუველირო ნაწარმის იმპორტის აკრძალვას, ასევე რუსეთის ფედერაციაში რიგი საკვები პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს.