"რუსთავში ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე კიდევ 20 მილიონი დაიხარჯება", - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
„კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დამატებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება რუსთავში ინფრასტრუქტურულრუი პროექტების განსახორციელებლად, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებისთვის. მათ შორის ერთი ნაწილი არის მთავარი მაგისტრალური სისტემის რამდენიმე მტკივნეული მონაკვეთის გამოცვლა, სადაც ხშირი იყო ავარიები და ეს იწვევდა პრაქტიკულად მთელი ქალაქის პარალიზებას, წყალმომარაგების სისტემის გამორთვას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ასევე წაიკითხეთ: