ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორჯერ გვარამიას და მელიას შესრულებით. რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი: გვარამიას და მელიას შესრულებით. რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს. აქედან გამომდინარე, კითხვის დასმა როცა ინტერპრეტირდება თავდასხმად, ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ყველაფერს მოეფინებოდა ნათელი, თუ კითხვებს გაეცემოდა პასუხი. შეგახსენებთ ამ კითხვებს: არიან „ენჯეოები“, რომლებიც სცენიდან ითხოვენ მთავრობის გადადგომას.
ამ ორგანიზაციებს აქვთ დაფინანსება კონკრეტული წყაროებიდან. დაისვა კითხვა გამიჯვნის შესახებ, რაზეც პასუხი იყო დუმილი და ამას მოჰყვა ინტერპრეტაცია. ამის უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს. რაზეც ისინი საუბრობენ, ეს არ არის მათ განკარგულებაში არსებული ინფორმაციის არათუ 100%, არამედ 50%-იც კი. მათ ბევრად მეტი იციან. რას იტყვიან და რას - არა, მე არ ვიცი“, - აცხადებს კობახიძე.
ასევე წაიკითხეთ: