თურქეთმა ისრაელში თავის ახალ ელჩად საკირ ოზკან ტორუნლარი დანიშნა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში, ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გადაწყვიტეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ტორუნლარი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი დიპლომატი, 2010 წლიდან 2013 წლამდე იერუსალიმში თურქეთის გენერალური კონსული იყო.
პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა 2013 წელს ტორუნლარი იერუსალიმის ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვა პალესტინა-თურქეთის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის. ტორუნლარი ასევე იყო ელჩი პალესტინაში.
21 სექტემბერს, თურქეთისა და ისრაელის ლიდერებმა 2008 წლის შემდეგ პირველი შეხვედრა გამართეს.
ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე მიდმინარე წლის აგვისტოში შეთანხმდნენ.