"ქართული ოცნების" დღევანდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება

პარტია "ქართული ოცნების" ისტორიაში დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა პარტიის ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.

ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გაავრცელა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ის მიდის პოლიტიკიდან და აღარ აპირებს პარტიისთვის კონსულტაციების მიცემას. ამასთანავე, არც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი აღარ იქნება, მისი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა არჩევნებზე მისვლით გამოიხატება.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობის არჩევა იგეგმება.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 14:00 საათზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება და პანდემიიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნიდან მხოლოდ 400-მდე დელეგატი დაესწრება.