ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ერბოლ სულთანბაევმა განაცხადა.
„სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ჟაპაროვი არ მიიღებს მონაწილეობას სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტში.
ყირგიზეთის მხრიდან სამიტს, სახელმწიფო მდივანი სუიუნბეკ კასმამბეტოვი დაესწრება“, - განაცხადა სულთანბაევმა.
დღეს სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტი იმართება.