„ძალიან სასიხარულოა, ერთ მაგიდასთან ხილვა იმ ქვეყნების, რომლებსაც აქამდე კომპრომისის მიღწევის პრობლემები ჰქონდათ“, - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების გუშინდელი შეხვედრა ძალიან იმედის მომცემი და საჭირო იყო, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„ძალიან სასიხარულოა ერთ მაგიდასთან ხილვა იმ ქვეყნების, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ კომპრომისისთვის მიეღწიათ. მე გუშინ ვნახე ნება და სურვილი კომპრომისების ძიების. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფორმატს. რაც შეეხება უკრაინას, მათ სჭირდებათ დახმარება. ეს ახალგაზრდები უკრაინის ხვალინდელ დღეს წარმოადგნენ. ჩვენი ძალისხმევა ძლიერია და ამჯერად გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს“, - განაცხადა ნაუსედამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩეხეთში, პრაღაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი საკითხი მთიანი-ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება იყო.