თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთს და ფინეთს NATO-ში სხვადასხვა დროს გაწევრიანება შესთავაზა.
თურქეთი და უნგრეთი არიან ქვეყნები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ რატიფიცირებული სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება.
ერდოღანის თქმით, თურქეთი არ იქნება შვედეთის მომხრე, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაციები მის ქუჩებსა და პარლამენტში პოზიციონირებენ.
მისივე თქმით, თურქეთს უკეთესი ურთიერთობა აქვს ფინეთთან, რადგან ის არ არის ქვეყანა, სადაც ტერორისტები თავისუფლად მოძრაობენ.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ჰელსინკი შვედეთთან ერთად ალიანსში გაწევრიანების მომხრეა.
ერდოღანის კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც შვედეთმა განაცხადა, რომ გააუქმებს იარაღზე ემბარგოს, რომელიც თურქეთს 2019 წელს დაუწესდა.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.