საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა მათ ბანერების გაშლის უფლება არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ექსპო ჯორჯიაში" "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება.
პარტიის ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.