საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ნებისმიერი ფრანგი მოგზაურის, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ, არსებობს დაკავების და უსამართლო გასამართლების მაღალი რისკი“, - აცხადებენ უწყებაში.
- ირანში, „შარიფის“ უნივერსიტეტში პოლიციასა და მომიტინგე სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა
- ირანში ქალთა საპროტესტო გამოსვლების სოლიდარობის ნიშნად, ევროპარლამენტში შვედმა დეპუტატმა, თმა მოიჭრა
შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ირანში, მასობრივი პროტესტის ტალღა მოყვა. ამასთან, როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციების დაწყების შემდე, ქვეყანაში, სულ მცირე, 133 ადამიანი დაიღუპა.