რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე, დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი სავარაუდოდ, იმ სატვირთო მანქანის ახლომდებარე ავტომობილში ისხდნენ, რომელიც ხიდზე აფეთქდა.
„დაღუპულები სავარაუდოდ არიან მსუბუქი ავტომობილის მგზავრები, რომლებიც აფეთქებულ სატვირთოსთან ახლოს იმყოფებოდნენ. წყლიდან ამოყვანილია ორი ცხედარი – ქალისა და მამაკაცის, მათი ინდენტიფიცირება გრძელდება, – განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.
შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო. როგორც ცნობილია, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწავავის ავზს გაუჩნდა.