უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?!

რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს, რითაც ყირიმის ხიდზე დღეს მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

„რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! მართვადი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და ქერჩის ხიდი - რუსული ძალაუფლების ორი ცნობილი სიმბოლო უკრაინულ ყირიმში დაეცა“- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში.

„ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.