უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მხოლოდ NATO-ს სტანდარტების იარაღის დახმარებით შეუძლიათ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ლიეტუვა ყოველთვის იცავდა პოზიციას ყველა შესაძლო დონეზე, რომ უკრაინას სჭირდება „ყველაფერი, რაც გვაქვს“, ყოველგვარი არგუმენტის მოყვანის გარეშე, როგორიცაა - „ჩვენ უბრალოდ ჯაველინებს ვაძლევთ“ და „სტინგერებს“.
გაირკვა, რომ უკრაინის არმიას შეუძლია, NATO-ს სტანდარტების იარაღის გამოყენებით წარმატებით დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ის არგუმენტები, რომლებიც ადრე იყო გამოყენებული, აღარ არის აქტუალური“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.
ლანდსბერგისმა თქვა, რომ მოკავშირე ქვეყნებს არ შეუძლიათ, გაამართლონ უარი იარაღის გადაცემაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს „ტექნოლოგიურად რთულია უკრაინელი სამხედროების განათლებისა და წვრთნისთვის" ან იმის გამო, რომ იარაღი შეიძლება, „დაიკარგოს“ ან „განადგურდეს“.
„ამაზე არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ უნდა გავხსნათ ჩვენი რეზერვი უკრაინის არმიისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ ახლა სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინელები სამხედრო წვრთნებს გადიან.