უსაფრთხოების გაზრდილი საფრთხის გათვალისწიებით, გერმანია ქმნის ახალ ქვეით ბრიგადას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლება, ლიეტუვაში სწრაფად განლაგდეს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.
მისივე თქმით, NATO-მ უნდა იმუშაოს თავდაცვის გაძლიერებაზე.
„სერიოზულ დროში ვცხოვრობთ და ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად გვაქვს ხარვეზები. საჰაერო თავდაცვა არის ერთ-ერთი ისეთი სფერო, სადაც აუცილებელია მოქმედება“, - განაცხადა ლამბრეხტმა ლიეტუვაში დისლოცირებული გერმანიის ჯარების მონახულებისას.
გერმანიამ უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებაც გამოაცხადა, მათ შორის არის IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემა და სულ 100 ტანკი.