რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას ყირიმის ხიდზე „თავდასხმაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს იყო „ტერორისტული აქტი“.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შეგახსენებთ, ყირიმი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 24 თებერვალს კი, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალები სარაკეტო თავდასხმებით ყოველდღიურად ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ბოლო ასეთი თავდასხმა ზაპოროჟიეზე მოხდა, რომლის დროსაც სულ მცირე 13 ადამიანია დაღუპული.
უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს.
8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.