რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას ყირიმის ხიდის დაზიანებაში ადანაშაულებს და მომხდარს ტერაქტად უწოდებს, ზედმეტად ცინიკური ნაბიჯია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„პუტინი უკრაინას ტერორიზმში ადანაშაულებს? ზედმეტად ცინიკურად ჟღერს თუნდაც რუსეთისთვის. 24 საათზე ნაკლები ხნის წინ რუსეთის თვითმფრინავებმა 12 რაკეტით დაარტყეს ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბანს, რის შედეგადაც დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 50-ზე მეტი.
აქ მხოლოდ ერთი ტერორისტული სახელმწიფოა და მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის ის“, - დაწერა პოდოლიაკმა კვირას.
8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.