გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 11 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მოამზადა, იუწყება ყოველკვირეული Der Spiegel-ი.
ბერლინი კიევის თხოვნას ასრულებს და ზამთრისთვის აღჭურვილობას აწვდის.
გერმანია უმოკლეს დროში გაუგზავნის ზამთრის ფორმას, ას კარავს, რამდენიმე ასეულ პორტატულ დენის გენერატორს და სხვა დახმარებას. ამავდროულად, კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავი შეიკავა უკრაინისთვის BMP-ებისა (ქვეითთთა საბრძოლო მანქანა) და საბრძოლო ტანკების მიწოდებისგან, იტყობინება მედია.