2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 11.2%-ით გაიზარდა და 900 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
"საქმიანობების სახეების მიხედვით, 2021 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 509 ლარი;
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 386 ლარი;
⦁ ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1298 ლარი;
⦁ მშენებლობა - 1 276 ლარი;
⦁ სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 273 ლარი. 2021 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება", - ნათქვამია ინფორმაციაში.