Amazon-ი შანხაიში ხელოვნური ინტელექტის კვლევით ცენტრს ხურავს. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.
ლაბორატორიის თანამშრომელმა სოციალურ ქსელ WeChat-ზე დაწერა, რომ გუნდი „აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, სტრატეგიული ცვლილებების“ გამო იშლებოდა.
მისი თქმით, ექვსი წლის განმავლობაში გუნდმა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა და შეიმუშავა ღია კოდის პლატფორმები, რამაც კომპანიას დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
ლაბორატორიაში დასაქმებულთა ზუსტი რაოდენობა არ არის გამჟღავნებული.
შეგახსენებთ: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ექსპორტის „შავ სიაში“ ჩინური ჩიპების მწარმოებელი რამდენიმე კომპანიის დამატებას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ, ჩინეთთან ურთიერთობებში „დიდი პროგრესი“ იყო მიღწეული. ჩინეთმა აშშ-ის ახალი შეზღუდვები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი სავაჭრო მოლაპარაკებების დროს ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებებს არღვევს.