უკრაინის დაზვერვა: ლუკაშენკოს, რუსეთ-უკრაინის ომში სრულად ჩართვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ახლა ვერ ვიტყვით, რომ, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ომში, რუსეთის მხარდაჭერის მიზნით სრულფასოვნად ჩაერთვება.  ამის შესახებ უკრაინულ მედიას მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განუცხადა.
 
„დღეს ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუკაშენკოს საბოლოო გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩაერთვება.

სხვადასხვა წყაროდან მიღებული განზოგადებული ინფორმაციით, დღეს ბელორუსში, დამატებითი სამობილიზაციო ღონისძიებები არ მიმდინარეობს. შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომ ბელორუსი რუსეთ-უკრაინის ომში ჩაერთვება, არ გავრცელებულა“, - განაცხადა იუსოვმა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინი ცდილობს, ლუკაშენკოზე ზეწოლა მოახდინოს და უკრაინის წინააღმდეგ ომში სრულფასოვანი მონაწილეობა აიძულოს. ჩვენ ვხედავთ, რა სახის დახმარებას უწევს ლუკაშენკოს რეჟიმი პუტინს - ეს არის რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დათმობა. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ბელორუსი სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობს, ამას ვერ ვიტყვით.

თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უკრაინას ამის შესახებ ეცოდინება და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. თუმცა ამ საკითხს როგორც ერთ-ერთ შესაძლო სცენარს, ისე განვიხილავთ“, - განაცხადა იუსოვმა და დასძინა, რომ „უკრაინა მზადაა ამ შემთხვევისთვის და ყველა საჭირო ზომას მიიღებს“.

მანამდე, ღუკაშენკომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციასთან ერთად, ერთობლივ სამხედრო დაჯგუფებას ქმნის.