21-ე საუკუნემ, სტაბილურობისა და სამართლიანობის შესახებ კაცობრიობის იმედები არ გაამართლა და კრიზისებისა და კონფლიქტების უწყვეტ ხაზად გადაიქცა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს ანკარაში 2022-23 სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ცივი ომის დასრულების შემდეგ კაცობრიობას მშვიდობის, განვითარებისა და თავისუფლების იმედი ჰქონდა, მაგრამ ამ ატმოსფერომ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ისევ შიშისა და შეშფოთების ადგილი დატოვა, ხოლო რიგი ქვეყნების მაგალითზე - ფაშიზმის“.
ერდოღანის თქმით, ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა ინტერესებზე, ბოლო 70 წლის ყველაზე დიდ კრიზისს განიცდის.
„ესაა დამახინჯებული სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნების მცირე ჯგუფის გამდიდრებას. სიღარიბე იზრდება მთელ მსოფლიოში. მდიდარი მდიდრდება, ღარიბი კი ღარიბდება. მილიარდობით ადამიანი, აფრიკიდან - აზიამდე, საკუთარ თავს ძირითადი საკვებით ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები მხოლოდ მოკლევადიანი პრობლემებით არიან შეშფოთებულნი, რაც პრაღაში გამართულ ბოლო სამიტზეც დადასტურდა.
„ბევრი ლიდერს, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის ომზე საღი აზრი არ აქვს. მათი ერთადერთი საზრუნავი პრაღაში, მომავალი ზამთარი იყო. ფაქტობრივად, ყველაზე ღარიბი ქვეყნები ომისგან ყველაზე დიდ დარტყმას იღებენ.
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ომის თემამ მხოლოდ დროებით გააჩინა გლობალური პოლიტიკური სისტემის რადიკალური რეფორმის თემა. ტრანსფორმაციები გარდაუვალია!“ - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა საჯაროდ აცხადებს, რომ არსებობს სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების შანსი.
„ბოლო წლებში თურქეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მსოფლიო გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთზე მეტი მუდმივი წევრია. ჩვენ ყველა პლატფორმაზე ხაზს ვუსვამთ, რომ კაცობრიობის გაჭირვება უიმედო არ არის.
წარმოიდგინეთ, რომ დღეს თურქეთის გავლით მსოფლიო ბაზარზე 7 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული გავიდა. სხვა ქვეყნები არ აქტიურობენ, ჩვენ კი ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა გამოთქვა იმედი, რომ ეს საუკუნე გადაიქცევა „თურქეთის საუკუნედ“ და „ეს სიტყვები მალე ყველა სფეროში ახდება“.