ხელფასები საკმაოდ არის გაზრდილი, მაგრამ კიდევ დიდი პოტენციალია იმ კუთხით, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სექტორში ანაზღაურება კერძო სექტორისას უნდა გავუთანაბროთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„საქსტატმა საკმაოდ საყურადღებო კვლევა გამოაქვეყნა. პოზიტიური ელემენტიც იყო, საკმაოდ გაზრდილია ხელფასები, საშუალო ხელფასი, მაგრამ არის კიდევ დიდი პოტენციალი იმ კუთხით, რომ დავინახეთ, მაგალითად, კერძო და საჯარო სექტორში მნიშვნელოვანია განსხვავება, თუმცა მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ რამდენიმე წელში ჩვენ უნდა დავაწიოთ კერძო სექტორში არსებულ ხელფასებს საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეების ანაზღაურება.
ქვეყანას მოუწევს ბევრი კომპლექსური ნაბიჯის გადადგმა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კუთხით. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.