ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას უკრაინასთან ან სხვა მეზობლებთან ომი არ სურს, მაგრამ შესაძლო პროვოკაციების გამო სიფრთხილეს იჩენენ.
„ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ნუ ახდენთ პროვოცირებას და ჩვენ არ შეგებრძოლებით. ჩვენ არ გვინდა ბრძოლა ლიეტუველებთან, პოლონელებთან, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინელებზე", - განაცხადა ხრენინმა.
ამავდროულად, ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ თავი შეიკავოს „პროვოკაციებისგან“.
მანამდე, ლუკაშენკომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციასთან ერთად, ერთობლივ სამხედრო დაჯგუფებას ქმნის.