ერდოღანი: თურქეთი TANAP-ის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან ერთად მუშაობას იწყებს

აზერბაიჯანთან ერთად დაწყებულია მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, იუწყება Trend თურქულ მედიაზე დაყრდნობით.

„აზერბაიჯანთან ერთად დავიწყეთ მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე.


TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის.

TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით.