უკრაინამ გერმანული სარაკეტო სისტემა IRIS-ი და კიდევ 4 ამერიკული HIMARS-ი მიიღო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ დაიწყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი ერა.

ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღეს კიდევ 4 საარტილერიო სარაკეტო სისტემაც (HIMARS).

ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა, რომ „კარგი დროა უკრაინელებისთვის და ცუდი დრო ოკუპანტებისთვის“.

„უკრაინამ გერმანიისგან უკვე მიიღო სისტემები IRIS-T-ი და მალე მიიღებს ამერიკულ სისტემებს NASAMS-ს“, - ამის შესახებ რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. 

შეგახსენებთ, უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხზე დღეს ბრიუსელში იმსჯელებს საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.