უკრაინის მოკავშირეების შეხვედრაზე „რამშტეინის ფორმატში“, უკრაინამ შეიარაღების მიწოდებაზე ახალი დაპირება მიიღო. კერძოდ, ნიდერლანდები უკრაინას, 15 მილიონი ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტებს გადასცემს.
უკრაინისთვის რაკეტების გადაცემის შესახებ ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ნიდერლანდები დამატებით წვლილს შეიტანს მის გაძლიერებაში. ერთადერთი რასაც პუტინი თავისი იერიშებით მიაღწევს არის ის, რომ ჩვენ უკრაინას კიდევ უფრო მეტ იარაღს მივაწვდით“, - განაცხადა კაისა ოლონგრენმა.