ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით 17,3%-ით, ანუ $3,2 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
გამმოცემა წერს, რომ რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში $15,3 მილიარდამდე შემცირდა, რაც მთელი 2022 წლისთვის ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია. ამის მიზეზი იყო აგვისტოსთან შედარებიტ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის დღეში 390 000 ბარელით შემცირება.
ზოგადად, IEA-ს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნების წილი რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტში 50-დან 35%-მდე დაეცა.