ესპანეთმა უკრაინას, ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა Hawk-ი გაუგზავნა, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.
„მადლობა ჩემს ესპანელ კოლეგას მარგარიტა რობლესს, უკრაინაში, ოთხი საზენიტო-სარაკეტო სისტემის Hawk-ის გაგზავნის გადაწყვეტილების მიღებისთვის. დღეს საჰაერო თავდაცვა პრიორიტეტია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე.
Hawk-ი ამერიკული საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელიც ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. 2000-იანი წლების დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა Hawk-ი უფრო თანამედროვე Stingers-ით შეცვალა, მაგრამ კომპლექსებს კვლავ ბევრი ქვეყანა იყენებს.
საერთო ჯამში, დაახლოებით 40 ათასი საჰაერო თავდაცვის სისტემა ლიცენზიით დამზადდა, მათ შორის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.