ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა გააფრთხილა პენტაგონი, რომ შეწყვეტს Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემების მიწოდებას უკრაინაში, თუ აშშ-ის ხელისუფლება მათ დაფინანსებაში არ დაეხმარება (რომელიც წლის ბოლოსთვის $120 მილიონზე მეტი დაჯდება, ხოლო შემდეგ $400 მილიონზე მეტი).
Kyiv Post-ის კორესპონდენტმა ჯეისონ სმარტმა Twitter-ზე დაწერა, რომ მასკმა უკრაინელებისთვის Starlink-ის სისტემების მიწოდებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც უკრაინის ელჩმა გერმანიაში, ანდრი მელნიკმა მასკი „ერთ ადგილას გაუშვა“.
მასკმა სმარტს უპასუხა, რომ მისი კომპანია „მხოლოდ [მელნიკის] მის რჩევას მისდევდა".
მანამდე მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ის დახმარება უკრაინას „80 მილიონი დოლარი დაუჯდა და წლის ბოლომდე 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს“.
ილონ მასკი უკრაინელი და დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის ტალღღის ქვეშ მოექცა იმის გამო, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინაში ომის მშვიდობიანი გადაწყვეტის გეგმა შესთავაზა. მასკმა უკრაინას, ყირიმის რუსეთისთვის დატოვება და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა.