უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, კომენტარი გააკეთა SpaceX-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებებზე, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის ფრონტზე მდებარე მისი Starlink სატელიტური ინტერნეტ ტერმინალების ფუნქციონირების დაფინანსებაზე უარი თქვა.
„მოდით, ვიყოთ გულწრფელები. მოგვწონს ეს თუ არა, ილონ მასკი დაგვეხმარა გადავრჩეთ ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
„ბიზნესს აქვს უფლება თავისი სტრატეგია ჰქონდეს. უკრაინა იპოვის გამოსავალს Starlink-ის შესანარჩუნებლად. ჩვენ ველით, რომ კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს მოლაპარაკებების დასრულებამდე", - აღნიშნა პრეზიდენტის ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
Starlink უზრუნველყოფს ინტერნეტ კომუნიკაციებს თანამგზავრის საშუალებით, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს, როდესაც კომუნიკაციის სხვა საშუალებები დაზიანებულია ან მტრისთვის ღიაა.
მანამდე ილონ მასკმა განაცახდა, რომ Starlink-ი უკრაინას ინტერნეთს უფასოდ ვეღარ მიაწვდის.