თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, აფეთქების დროს მიწის ქვეშ 110 ადამიანი იმყოფებოდა.
ამასთან, ნანგრევებში მოყოლილი მაღაროელების გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც ტარდება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.