რუსეთში, ბელგოროდის რაიონში, სოფელ რაზუმნოიეს მახლობლად, ნავთობის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს.
TASS-მა საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საცავში 10 რეზერვუარიდან ერთი დაზიანდა.
სოფელი რაზუმნოე ბელგოროდიდან დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს.