სტამბოლში, 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

სტამბოლის დასახლება ფიკირთეფეში საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

თურქული მედიის ცნობით, ილდირიმის ქუჩაზე მდებარე 24 სართულიანი შენობა იწვის.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ქრობის ოპერაციას ახორციელებენ. ინოფრმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.