Reuters: თეირანში, ევინის ციხის ტერიტორიაზე, ხანძარია. ისმის სროლის ხმა

თეირანში, ევინის ციხის ტერიტორიაზე, ხანძარია. შემთხვევის ადგილზე სროლის ხმებმაც ისმის. ამის შესახებ Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება.

თავის მხრივ, ირანული სააგენტო IRNA ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ წუთებში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ირანელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ პატიმრების ბუნტზე საუბარი არ ყოფილა.

Reuters აღნიშნავს, რომ ციხეში, პოლიტიკური საქმეებისთვის მსჯავრდებული პირები, უცხოელები და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები იმყოფებიან. 

სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, თუმცა მსხვერპლი არ არის.