ჩინელი ხალხის გადასაწყვეტია ტაივანის საკითხის გადაწყვეტა და ჩინეთი არასოდეს იტყვის უარს ძალის გამოყენების უფლებაზე, თუმცა იბრძოლებს მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, ამის შესახებ პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარტიის შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივისკენ, უდიდესი გულწრფელობით და საუკეთესო ძალისხმევით, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა“, - განაცხადა სი ძინპინმა მმართველი კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.
პეკინსა და ტაიბეის შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა აგვისტოში მას შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.
ტაივანმა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, განაცხადა, რომ თავის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, უკან არ დაიხევს.