თეირანის ცნობით, ევინის ციხის ტერიტორიაზე არეულობა პატიმრებს შორის ჩხუბს მოჰყვა

თეირანში, ევინის ციხის ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით, თეირანმა ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, არეულობის დროს, რვა ადამიანი დაშავდა.

თეირანის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ციხის სახელოსნო დაიწვა „მას შემდეგ, რაც ფინანსურ დანაშაულსა და ქურდობის საქმეებზე მსჯავრდებულებმა იჩხუბეს. თეირანის სახანძრო დეპარტამენტმა სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ ინციდენტის მიზეზი გამოძიება მიმდინარეობს.

„ევინის ციხისკენ მიმავალი გზები დაკეტილია. აქ უამრავი სასწრაფო დახმარების მანქანაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის სროლის ხმა“, - განუცხადა წყარომ Reuter-ს.

თეირანში, ევინის ციხეში, წუხელ სროლის ხმა ისმოდა.

განახლება

Anadolu-ს ცნობით, ხანძრის შედეგად 4 დაიღუპა, 61 დაშავდა. მიზეზი „კვამლის შესუნთქვა“ გახდა. Anadolu წერს, რომ დაწესებულებაში მყოფთა უმეტესობა, ირანელი ქალის გარდაცვალების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.