რუს ოლიგარქ უსმანოვს, გერმანიაში $50 მილიონად შეფასებული „ფაბერჟეს კვერცხები“ ჩამოართვეს, რომლებსაც სუვენირად ასაღებდა

რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს, გერმანიაში „ფაბერჟეს კვერცხები“ ჩამოართვეს, რომლებსაც სუვენირად ასაღებდა. 

კარლ ფაბერჟეს მიერ შექმნილი ოთხი კვერცხი, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ვილაზე, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას იპოვეს. უსმანოვი აცხადებდა, რომ „ფაბერჟეს კვერცხები“ არ იყო ორიგინალი და ძვირადღირებულ სუვენირს წარმოადგენდა. 

ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ, უსმანოვის ვილაზე ნაპოვნი ოთხი კვერცხი ფაბერჟეს ორიგინალია და თითო $50 მილიონადაა შეფასებული. 

გერმანული მედია წერს, რომ უსმანოვი ამ ძვირფას ნივთებს ვეღარ ნახავს. რუს ოლიგარქს ძვირფასი ნივთები აქტივად უნდა გამოეცხადებინა მას შემდეგ, რაც სანქციების სიაში მოხვდა, რაც, სავარაუდოდ, არ გააკეთა. 

69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა.

თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.