უმაღლეს რადაში, უკრაინასა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტი შევიდა. ამის შესახებ 18 ოქტომბერს დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.
გონჩარენკომ ასევე მოუწოდა პარლამენტარებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართონ.
უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა.
თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც.
ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა.