ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრი, ტაჯიკეთთან საზღვარზე ОДКБ-ს კონტინგენტის განლაგების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ტაჯიკეთთან საზღვარზე "არ იქნება მშვიდობა, ვიდრე ყირგიზებსა და ტაჯიკებს შორის შუამავალი არ იქნება. CSTO-ს მცირე კონტინგენტი შეიძლება, განლაგდეს სადავო მონაკვეთებზე, რათა გააკონტროლოს ტექნიკის გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტა“, - განაცხადა მინისტრმა.
18 სექტემბერს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაჯიკეთი შეიარაღებულ აგრესიაში დაადანაშაულა. იგივე ბრალდებებს უყენებდა ტაჯიკეთი ყირგიზეთს.
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო კონფლიქტის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა.
ამის შემდეგ ყირგიზეთის ხელისუფლებამ მოუწოდა CSTO-ს, აქტიური მონაწილეობა მიეღო დაძაბული სიტუაციის მოგვარებაში. ყირგიზეთმა ასევე მოუწოდა CSTO-ს, შეეცვალა ნორმატიული დოკუმენტები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილბეული შეიარაღებული თავდასხმები და სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) სომხეთს, ბელორუსსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს აერთინებს.