ბელორუსისა და უკრაინის საზღვართან, აეროდრომზე, რუსეთმა სამხედრო კონტინგენტი გაზარდა. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო Ukrinform-ი სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბელორუსის რეგიონალურ ცენტრ გომელთან ახლოს, ზიაბროვკას სამხედრო აეროდრომი სწრაფად იცვლებოდა. ცოტა ხნის წინ, იქ უფრო მეტი რუსული ტექნიკა და სამხედრო მოსამსახურე შემოვიდა.
„რუსული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა „ზიაბროვკაში“ კვირანახევრის წინ ჩავიდა. რუსები იქ გაზაფხულიდან შეზღუდული რაოდენობით ცხოვრობდნენ. „ზიაბროვკაზე“ წვდომა კვლავ დახურულია. რუსული ჯარები კვლავ დგანან, მაგრამ ახლა მეტი ტექნიკა და ხალხია“, - აცხადებს თვითმხილველი გომელის რეგიონიდან.