ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება. დამიჯერეთ მათ ჩვენი დაცვა არ სჭირდებათ, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, თან დაშანტაჟებას ცდილობს. რისთვის ცდილობს დაშანტაჟებას?! მეორე ფრონტისთვის, ლოგიკა თქვენთვის მომინდივია... მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში! ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება. დამიჯერეთ მათ ჩვენი დაცვა არ სჭირდებათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძე "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა.
ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები.