სამწუხაროა უკრაინის პრეზიდენტისა და რადას აღნიშნული გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის გაგრძელება. ამის შესახებ უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცახდა.
„თავიდან, როგორც ვიცი, უკრაინის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სიაში სხვა ბიზნესმენებიც იყვნენ და დღეს დარჩნენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირები, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სიის პოლიტიკურ და სპეკულაციურ ხასიათს. თუ რამე მტკიცებულება აქვთ ამ სანქციის სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით, გვაჩვენონ. დანარჩენთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ესაა სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და პოლიტკური სპეკულაციის შემცველი ბრძანებულება“, - აღნიშნა ადვოკატმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი.