ეს ყველაფერი არა დასჯა, არამედ შანტაჟია, მათ სჭირდებათ, ბერკეტი, რომ შეგვიყვანონ ომში. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მას ვერ აიძულებენ, რომ ქვეყანა მეორე ფრონტში ჩართოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივნმა ბრიფინგზე განაცხადა.
- უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა
- ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება
"უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ ექვემდებარება ამ ვერტიკალს. ახლა ის გამოდის შანტაჟით, რა თქმა უნდა, ვერავითარი შანტაჟით მეორე ფრონტს ვერ გაგვახსნევინებენ. ვერავინ ვერ გვაიძულებს დამანგრეველი მეორე ფრონტი გავხსნათ. ეს ყველაფერი არა დასჯა, არამედ შანტაჟია, მათ სჭირდებათ, ბერკეტი, რომ შეგვიყვანონ ომში. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მას ვერ აიძულებენ, რომ ქვეყანა მეორე ფრონტში ჩართოს, დაბრუნდეს პოლიტიკაში", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა.
ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები.