ჩრდილოეთ ფრონტზე რუსეთის ფედერაციის განახლებული შეტევითი მოქმედებების საფრთხე იზრდება. მიმართულება შეიძლება, შეიცვალოს უკრაინის დასავლეთ საზღვრისკენ, რათა საერთაშორისო პარტნიორებისგან უკრაინაში იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების ლოგისტიკური მარშრუტები შეწყდეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
ოლექსი გრომოვის თქმით, ბელორუსში მიმდინარეობს ფარული სამობილიზაციო ღონისძიებები და ბელორუსის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა განაგრძობს თავისი ტერიტორიის უზრუნველყოფას რუსული ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების გასაშვებად.
„კერძოდ, რუსეთმა ბელორუსის აეროდრომებზე განათავსა თვითმფრინავი MiG-31, რომელიც შეიძლება, შეიარაღებული იყოს კალიბრის ფრთოსანი რაკეტებით“, - აღნიშნა გრომოვმა.
მისივე თქმით, გენერალური უკრაინის გენშტაბი მუდმივად აკონტროლებს ამ ვითარებას.