The Times: კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში, შესაძლოა, ბორის ჯონსონმა მიიღოს მონაწილეობა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გეგმავს, რომ ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, „კონსერვატიული პარტიის“ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. როგორც ჩანს, ჯონსონს, ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე დაბრუნება სურს.

ამის შესახებ The Times-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც The Times-მა აღნიშნა, კონსერვატიული პარტიის რამდენიმე წევრი უკვე ვარაუდობს, რომ ჯონსონმა უნდა შეცვალოს ტრასი.

YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 17-18 ოქტომბერს (ლიზ ტრასის გადადგომამდე) ჩატარდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლიდერობს. 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.