უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემა ეფექტიანად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემა ეფექტიანად მუშაობს უკრაინელი ჯარისკაცების პროფესიონალიზმისა და პარტნიორების სამხედრო დახმარების შედეგად. ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების“,- წერს ზალუჟნი Twitter-ზე.
10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს.
უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო.
დასავლეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა.