რუსეთი სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის დატბორვით, კატასტროფის გამოწვევას გეგმავს, რათა შეაჩეროს უკრაინის კონტრშეტევა და გადაფაროს რუსული ჯარების უკან დახევა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა.
„ნამდვილი „სუროვიკინის გეგმა“ კახოვკა ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით: 1. კაშხლისა და ტრანსფორმატორების დანაღმვა. 2. უკრაინელების იძულებითი გაყვანა, არალოიალური მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასახლება. 3. ტერიტორიის დატბორვა, რათა უკრაინის კონტრიერიში შეაჩერონ და საკუთარი უკან დახევა შეწყვიტონ. რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს”, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ რუსმა დამპყრობლებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს და ტერაქტის განსახორციელებლად ემზადებიან. მან ასევე მოითხოვა ჰიდროელექტროსადგურზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა.
ზელენსკიმ უკრაინის უცხოელ პარტნიორებს პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდა.