სერბეთის ქალაქ ნისის უმაღლესი სასამართლოს სპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ანდრი ნაუმოვის ექსტრადირება მოითხოვა. ის უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (SBU) შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ნაუმოვმა უკრაინა 23 თებერვალს, რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ ნაუმოვის წინააღმდეგ საქმე ღალატის მუხლით აღძრა.
გამომძიებლები ეჭვობენ, რომ ნაუმოვს შეეძლო, რუსეთისთვის ჩერნობილის უსაფრთხოების სისტემების შესახებ ინფორმაცია გადაეცა. პირველ აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაუმოვს გენერლის წოდება ჩამოართვა იმის გამო, რომ მან ერთგულების ფიცი ვერ შეასრულა.
ანდრი ნაუმოვი სერბმა მესაზღვრეებმა ფულის გათეთრების ბრალდებით ივნისში დააკავეს.