უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის უკრაინაში, საქართველოს საელჩოში ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.
უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 22 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.