ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა, ლონდონში დაბრუნდა.
- The Times: კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში, შესაძლოა, ბორის ჯონსონმა მიიღოს მონაწილეობა
- ლიზ ტრასმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბორის ჯონსონმა პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ისევ წარადგინოს.
ბრიტანული მედია წერს, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტრასი მწვავე კრიტიკის ქვეშ იყო მისი საგადასახადო ინიციატივების გამო და იძულებული გახდა, შეეცვალა ფინანსთა მინისტრი. ამასთან, გააუქმა გამოცხადებული საბიჯეტო გეგმები.
YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 17-18 ოქტომბერს (ლიზ ტრასის გადადგომამდე) ჩატარდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლიდერობს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.